Saturday, January 26, 2013

სიქსტეს კაპელა,მუზეუმი

                      
               
                           გსურთ შიგნით შეგახედოთ?
                                   
             http://www.vatican.va/various/cappelle/sistina_vr/index.html


შრომის ტიტანური სტილით მიქელანჯელოს ძნელად თუ ვინმე შეედრება. იგი გავდა მისებრ უსახურ  ჰეფესტოს, ოლიმპიელი ღმერთების მჭედელს. სწორედ მას უბრძანეს საჭრეთლის დადება და ფუნჯის აღება. მან უნდა დახატოს ისეთი სურათები, რომ მნახველში მოწიწებას იწვევდეს. მან მართლაც დახატა სურათები, რომელიც მნახველში მოწიწებას იწვევს, თუმცა მნახველი მოწიწებით იმსჭვალება არა ღმერთის, არამედ შემოქმედი ადამიანის წინაშე.
ხელოვნების ქმნილებებით განთქმული ამ კაპელის სახელი დაკავშირებულია პაპ სიქსტის სახელთან, მაგრამ თვით სამლოცველოს სიქსტინა (შიხტინა) ეწოდება და არა სიქსტეს კაპელა, როგორც ზოგი ხმარობს.

No comments:

Post a Comment